გარანტია

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საგარანტიო პირობებს და მომსახურების წესებს.


შპს „ტექპლიუსი“ იძლევა გარანტიას საგარანტიო ტალონში მითითებული ვადით. საგარანტიო მომსახურება განხორციელდება  შპს „ტექპლიუსი“ - ს მიერ რეკომენდირებულ სერვის ცენტრში.


საგარანტიო მომსახურება:

·        

  •        საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გაყიდვის შემდგომ დაზიანებული მოწყობილობის უფასო და აუცილებელ შეკეთებას სრული გარანტიის პერიოდში.
  • ·         საგარანტიო მომსახურების მისაღებად ნივთის მფლობელმა შპს „ტექპლიუსი“ - ს მიერ რეკომენდირებულ სერვის ცენტრში უნდა წარადგინოს შპს „ტექპლიუსი“ - ს  საგარანტიო ტალონი.
  • ·         საგარანტიო მომსახურების განსახორცილებლად აუცილებელია დაცული იქნეს მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად.


საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება თუ:

  • ·         გასულია საგარანტიო ვადა
  • ·         საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი ( დაკარგულია)
  • ·         არ არის წარმოდგენილი მწარმოებლის საგარანტიო ტალონი ( არსებობის შემთხვევაში)
  • ·         საგარანტიო ტალონში ან მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი/იმეი კოდი
  • ·         მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი
  • ·         დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან/და ლუქი
  • ·         დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ
  • ·         დაზიანება გამოწვეულია მექანიზმში უცხო სხეულების ან სითხეების შეღწევით
  • ·         დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი          ან დაბალი ტეპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების და პირობების დარღვევით.



ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

·             

  •             თუ ნივთს გაყიდვიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი. მყიდველმა დაზიანებული ნივთი უნდა წარადგინოს  შპს „ტექპლიუსი“ - ს მიერ რეკომენდირებულ სერვის ცენტრში. ნივთი შეიცვლება თუ შპს „ტექპლიუსი“ -        ს მიერ რეკომენდირებულ სერვის ცენტრი დაადასტურებს ქარხნულ დეფექტს.